ირაკლი ღლონტის შეფასებები სალომე ზურაბიშვილის მიმართ

26.07.2019 06:22

პარტიის ,,კანონი და სამართალი''- ს გენერალური მდივნის ირაკლი ღლონტის შეფასებები სალომე ზურაბიშვილის მიმართ. #კანონიდასამართალი პირველ რიგში ის ქალბატონია, ცხადია ეს ერთგვარ უხერხულობას ნამდვილად მიქმნის, მაგრამ მე მსურს საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და ვთქვა, რომ მე მას არ ვცემ პატივს. პირველი: - ის იყო უღირსი პოლიტიკოსი ! - მან საქართველო დაადანაშაულა ომის დაწყებაში ! - ის იყო რიგითი ფუქსავატი დეპუტატი ! - თუ არ ჩავთვლით 1 მის ინიციატივას, პრაქტიკულად არაფერი არ გაუკეთებია პარლამენტში ხალხისთვის სასიკეთოთ ! - ის იყო პრეზიდენტობის უღირსი კანდიდატი ! - მე-2 ტურში ეს ნათლად გამოიკვეთა, როცა მან მთლიანად შეწყვიტა წინასაარჩევნო კამპანია და მის ნაცვლად ოცნების სხვა ლიდერები გვიმზერდნენ ბილბორდებიდან. ვისაუბროთ რა მოყვა მის პრეზიდენტად განმწესებას: - მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საერთაშორისო სადამკვირებლო მისიამ - ეუთომ, დადო უმწვავესი დასკვნა და პირველად ქვეყნის ისტორიაში დაწერა, რომ ადგილი ჰქონდა ,,ხმების ყიდვას’’ - ეს კი თავის მხრივ ნიშნავს იმის დასტურს, რასაც პრაქტიკულად მთელი საქართველო ვამბობთ, რომ საქართველოში არ არსებობს არჩევნები, ანუ არ არსებობს დემოკრატია ! ანუ ეს არ არის მხოლოდ ,,ქართული ოცნების’’ და სალომე ზურაბიშვილის მარცხი, ეს არის ქვეყნის მარცხი და სირცხვილი ! - ღირსეული სიცოცხლის, ქალბატონი ია კერზაიას სიცოცხლის მოსპობა ! როცა მთელი ხელისუფლება, ყველა დონეზე, მიტაცებული და უზურპირებული აქვს ოლიგარქ ივანიშვილს და მის ბანდიტურ დაჯგუფებას, ჩვენ მოსახლეობას სჭირდებოდა თუნდაც 1 ინსტიტუცია, კერძოდ პრეზიდენტი, რომელიც იქნებოდა ხალხის მხარეს, იქნებოდა დამბალანსებელი, არბიტრი, რეალურად ჩვენ მივიღეთ ,,ქართული ოცნების’’ პირადი პრეზიდენტი და ასევე უზურპირებული ინსტიტუცია

გაზიარება: