აპლიკაციების დეველოპმენტი ანდროიდისთვის
რადგან მოხვდი ამ გვერდზე, ესე იგი ინტერესდები პროგრამირებით. აქვე გეტყვი, რომ ეს ძალიან კარგია. შენ შეგირჩევია მიმართულება, რომელიც არამხოლოდ მოთხოვნადია, არამედ გაძლევს მაღალი ანაზღაურების გარანტიასაც. თანაც, ეს საქმე სტაბილურია და არ არის დამოკიდებული ეკონომიკურ კრიზისებზე, პანდემიებზე და სხვა ნეგატიურ მოვლენებზე. ადამიანი, რომელიც კარგად დაეუფლება პროგრამირებას, ყველა შემთხვევაში იქნება დასაქმებული. უფრო მეტს გეტყვი, დღევანდელი მსოფლიო იმდენად დამოკიდებულია კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე, რომ მხოლოდ ერთი კითხვა არ უნდა გასვენებდეს... „აქამდე რატომ არ ვისწავლე?!“ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თანაც, ასეთი მაგარი შესაძლებლობა გაქვს! ეს კურსი აგებულია ყველაზე პოპულარული ვიდეო კურსების და სახელმძღვანელოების ბაზაზე. შესაბამისად, გაქვს გარანტია, რომ მიიღებ სწორედ იმ ცოდნას, რომელსაც ეძებდი. უბრალოდ გადახედე კურსის პროგრამას და შეაფასე, რამდენი რამე გეცოდინება კურსის დასასრულს! მე კი მარტივად გეტყვი, შეძლებ პრაქტიკულად ნებისმიერი სირთულის პროგრამის დაწერას და გაყიდვას Google Play Store-ზე. დაგარწმუნე, რომ ეს კურსი არ უნდა გამოტოვო? ჯერ არა? კარგი, უფრო მეტს გეტყვი. ყველა ვინც იძენს ამ კურსს ხდება პროექტ ანდრომედას წევრი. ეს ნიშნავს, რომ შენ გექნება წვდომა ჩვენს დახურულ ჯგუფზე, სადაც საჩუქრად მიიღებ ასობით კომპიუტერული მეცნიერებების თემატიკას მიძღვნილ ლიცენზირებულ სახელმძღვანელოს! თანაც, გაინცობ ხალხს, შენს თანაკურსელებს, რომლებიც შენთან ერთად გადიან ამ კურსს. ეს არამხოლოდ კარგი მეგობრობის საწინდარია, არამედ სამომავლო ბიზნეს პარტნიორობის. რაღა დაგიმალო და ჩვენ თვითონ ვასაქმებთ კარგ სტუდენტებს. პროექტი ანდრომედა მუშაობს უცხოელ დამკვეთებზე და კარგად თუ ისწავლი, გახდები ჩვენი შიდა გუნდის წევრი და მიიღებ შემოსავალს აპლიკაციების წერისგან. ბოლოს დავამატებ ერთ რამეს... ძალიან მინდა, რომ უფრო მეტი ქართველი დაეუფლოს პროგრამირებას. მინდა, რომ რთულ ეკონომიკურ პირობებში მოაზროვნე ახალგაზრდა არ გარბოდეს ქვეყნიდან. პროგრამირება მოგცემს საშუალებას იმუშაო დისტანციურად და მიიღო დასავლეთის ქვეყნებისთვის სტანდარტული, ან მაღალი შემოსავალი. ამ კურსს რომ დაასრულებ, შენ გექნება ამის შესაძლებლობა! რაღას უცდი? შეიძინე ეს კურსი დღეს, რათა მიიღო უდარდელი ხვალინდელი დღის გარანტია! კურსის შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს: https://www.udemy.com/course/geoandro... დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
მსგავსი ვიდეოები
Intro to Java (ქართული ვერსია)
The Project Andromeda
TECH შაბათი: Full Stack ვებ აპლიკაციების დეველოპმენტი
BitCamp
Eco drive - პროდუქტების სლაიდშოუ
STV Digital
როგორ მოვემზადოთ React JS/Native დეველოპმენტის სასწავლად?
Smart Academy
რომელ ტექნოლოგიაზე სჯობს სხვადასხვა ტიპის ვებ აპლიკაციის გაკ...
აპოლო 11
პოდკასტი #3 - რომელ ტექნოლოგიაზე სჯობს სხვადასხვა ტიპის ვებ...
აპოლო 11
846
რამდენად მოთხოვნადი პროფესიაა iOS დეველოპმენტი?
Smart Academy