„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების განცხადება

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები, რომლებიც ორი კვირის წინ გაიფიცნენ, მოთხოვნების შესრულების მოლოდინში არიან. ამასთან დაკავშირებით, მათ დღეს ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციასთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს მათ მიერ დაყენებული 7-პუნქტიანი მოთხოვნების შესასრულებლად. კერძოდ, საუბარია როგორც ხელფასების მატებაზე, ასევე ტექნიკის გაუმჯობესებასა და სამუშაო გრაფიკის გადახედვაზე. ადმინისტრაციას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო 21 აგვისტომდე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში „თბილსერვისის“ თანამშრომლები კვლავ გაფიცვას აანონსებენ. ამასთან, მათი განმარტებით, ისინი ემიჯნებიან მათი კოლეგის განცხადებებს, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით გაჟღერდა. ასევე ბრიფინგზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან და არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მათზე ზეწოლის ფაქტებს ჰქონდა ადგილი.  შეგახსენებთ, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა 6 აგვისტოს რთული სამუშაო პირობები გააპროტესტეს და ხელფასის მომატების მოთხოვნით, თითქმის ორი დღის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები