პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ავსტრიაში

ევროკომისიის 12 პირობის შესრულების შემთხვევაში ავსტრია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს. ეს არის მთავარი გზავნილი ავსტრიიდან, სადაც პრემიერი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. კანცლერმა ქართველ კოლეგას დღეს პირადად განუმარტა ის მიზეზები, რის გამოც ევროპული საბჭოს სამიტზე 24 ივნისს უკრაინა-მოლდოვის და საქართველოს განცალკევება მოხდა. დიალოგი, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება, სამართლებრივი უსაფრთხოება უცხოური ინვესტიციებისთვის - ეს კანცლერის მთავარი მოწოდებებია. პროგრესზე საუბრის პარალელურად ქვეყანას კონკრეტულ გამოწვევებზე მიუთითა ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმაც. ავსტრიის ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრების დღის წესრიგის მთავარი თემა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ის მოლოდინი იყო, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარშემო არსებობს. შეთანხმდნენ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზეც.  „მოამბე“ ვენიდან, - სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, რა გზავნილებით დასრულდა დღევანდელი შეხვედრები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები