ჟენევის მოლაპარაკებები შეჩერდა

9 თვის წინ

ჟენევის დისკუსიები გაერო-ს, ევროკავშირისა და ეუთო-ს ინიციატივით შეჩერდა, „პარტნიორებმა“ ფაქტობრივად მძევლად აიყვანეს რეგიონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკების ფორმატი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დენის გონჩარმა, რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. რუსი დიპლომატის თქმით, ასევე არის ლოგისტიკური სირთულეები, რომლებიც წარმოიშვა რუსეთის მიმართ ევროკავშირისა და შვეიცარიის მიერ დაწესებულ შემაკავებელ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც მასპინძლობს ამ ფორმატს თავის ტერიტორიაზე. დენის გონჩარის განცხადებით, „დასავლელი „პარტნიორების“ არამეგობრული და პოლიტიზებული ნაბიჯები არ უწყობს ხელს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეს“ და შესაძლოა „ამ რეგიონში გაურკვევლობა გამოიწვიოს“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან