წიწაკა საყინულეში ზამთრისთვის
ამ ვიდეოში ნახავთ თუ როგორ ვინახავ ბულგარულ წიწაკას საყინულე მაცივარში ზამთრისთვის. ამგვარად ნებისმერი წიწაკის შენახვა შეიძლება იქნება ეს ბულგარული,საწნილე,მწარე , მწიფე თუ მწვანე. წიწაკა სხვა ხილსა და ბოსტნეულს შორის ყველაზე კარგად ინახება საყინულეში. მე ვჭრი მოგრძო ჩხირებად ,რადგან ამ ფორმითვე ვიყენებ ზამთრში სადილებში. თქვენ შეგიძიათ დაჭრად უფრო დიდ ნაჭრებად ან კუბებად ან სულაც არ დაჭრათ ამოაცალოთ ყუნწი ,კუჭი,დაფერთხოთ თესლები და ერთმანეთში ჩასმული ,როგორც ჭიქები ისე გაყინოთ. როცა დაგჭირდებათ ამოიღოთ და არ გაადნოთ ისე ამოტენოთ შეზავებული ფარშით და მოამზადოთ ტოლმა. დაქუცმაცებულ და გაყინულ წიწაკას გაყინულსვე ვდებ სადილში -გადნობა არ უნდა. წიწიაკა შემოდგომით ბევრად იაფია ვიდრე ზამთარში . თანაც ღია ცის ქვეშ ბუნებრივად მოყვანილი. შეინახეთ წიწაკა თქვენთვის სასურველი ფორმით საყინულეში და გამოიყენეთ ზამთარში სიამოვნებით. მადლობა ,რომ უყურებთ არხს. მოხარია თუ გადგებათ ვიდეორეცეპტები. გამოიწერეთ არხი,დამიწერეთ ლაიქები ან დისლაიქები და მომწერეთ ვიდეოს ქვემოთ კომენტარებში. აი ფეისბუქ გვერდის მისამართიც / gemrieli-cxovrebaგემრიელი-ცხოვრება-1134923... ვიმეგობროთ სოციალურ ქსელებშიც. გემრიელ ცხოვრებას გისურვებთ!!!!!
მსგავსი ვიდეოები
წიწაკა
Alia News
წიწაკა
Gio Anesashvili
წიწაკა ზეთში და ძმარში უგემრიელესი და ადვილი მოსამზადებელი....
kouzina tis Natalis
წიწაკა თუ ბანანი? 🍌 ბანანი 1 ₾ 🔥 წიწაკა 10 ₾
Temur Charelashvili
წიწაკა ზეთში
Your Cooking Show
ორგანიზმისთვის სასარგებლო 11 პროდუქტი
Pepper TV
ხალხის აზრი, პირბადეზე და კომენდანტის საათზე.
Pepper TV
საწნილე წიწაკა ზეთში ზამთრისთვის
გემრიელი ცხოვრება