შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი

ავღანეთიდან შვედეთის მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის საქართველოს მადლობას უხდის  შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე.  საკითხზე  ის საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს  წერილს უგზავნის: „მსურს, გამოვხატო ჩემი უდიდესი მადლიერება საქართველოს მიერ ავღანეთიდან შვედეთის მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გამოხატული მხარდაჭერისთვის, რამაც თბილისის გავლით მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანის საშუალება მოგვცა.“, – წერს ენ ლინდე. შეგახსენებთ, საქართველო ჩართული იყო პარტნიორების მიერ ავღანეთიდან სამოქალაქო პირების გამოყვანის მიზნით ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები