„რესპუბლიკელი“ კონგრესმენის განცხადება

3 წლის წინ

კომპანია „ფრონტერა“ ბურღვით სამუშაოებს აღარ აწარმოებს, პუტინი ბედნიერია, რადგან საქართველოს ნავთობს აკონტროლებს, – ამის შესახებ ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა პიტ ოლსონმა განაცხადა. ამასთან, მან ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა. გამოსვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი კი ოლსონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მასალაში ჩანს, რომ ამერიკელი კონგრესმენი წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციაზე გადაღებული სურათის ფონზე გამოდის სიტყვით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან