შიშ-ნანი / აფხაზური

02/27/2023

🎵 შიშ-ნანი - აფხაზური
🎶 Gori women's choir გორის ქალთა კამერული გუნდი და ანსამბლი Shavnabada • შავნაბადა

🎙 სოლისტები: თოენა ცირამუა, ონისე კახნიაშვილი, ვაკო ასათიანი - ჩონგური;

✋დირიჟორი - დავით ცინცაძე;

#ისტორია
\"შიშ-ნანი\", აფხაზური სიმღერაა და მუჰაჯირობის მძიმე პერიოდის ეპიზოდს გვიყვება.

არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც როდესაც ნავით ტყვეები გადაჰყავდათ დედას შვილი ღამის სიცივეში გაყინვია. ნავზე ზედმეტი ,,ტვირთი\" არავის ჭირდებოდა და მკვდრებს წყალში ყრიდნენ. შვილის შესანარჩუნებლად დედას გაყინული შვილისთვის ძუძუს ჭამა დაუწყია და თან შიშ-ნანის უმღეროდა ისე როგროც ცოცხალს. გამთენიისას როცა ნავი ნაპირს მიადგა, ლეგენდის ერთ-ერთი ვერსიის თანახმა დედის სხეულის სითბომ ბავშვი სააქაოს მოაბრუნა.

ნიმუში შექმნილია აფხაზი კომპოზიტორისა და ლოტბარის ივანე ლაკერბაის მიერ.

#შემოდგომისთბილისი
#პირველიარხი