27/12/2012, მზე, ტელეკომპანია \"მზისა\" და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ტელე-პროექტი - \"იცხოვრე სპორტით\" 5 დეკემბერს გაიხსნა. გადაცემა \"იცხოვრე სპორტით\", რომელსაც სპორტული ჟურნალისტი - ლაშა დვალიშვილი უძღვება, ყოველ ოთხშაბათს და ხუთშაბათს პირდაპირ ეთერში საღამოს 22:00 საათიდან გადის. 27 დეკემბერს გადაცემას საქართველოს ნაკრების და ჰოლანდიური \"ვიტესის\" მცველი გურამ კაშია სტუმრობდა.