ბუბა - დრო არავის ინდობს (2022)

10/29/2022
JujebiStudio-ის მიერ

თუ იქნები რაც ხარ ბევრად შორს წახვალ
ენდე საკუთარ თავს და თავისუფლებას ნახავ
შენ ხო მონა არ ხარ შენ ამის ღირსი არ ხარ
შენ ყველა არ ხარ შენ სხვებს არ გავხარ

იცხოვრე ისე რომ სიცოცხლედ ღირდეს
ნუ აყვები გრძნობებს აჯობე ფიქრებს
მაინც გაიღიმე რომც არ გილხინდეს
დაიკიდე შენზე სხვა რას იფიქრებს

ემეგობრე წიგნებს ერიდე ყალბ ტიპებს
ისედაც გონება რამდენ სიყალბეს იტევს
როცა გონზე მოდიხარ ცხოვრება აზრს იძენს
ადამაინში ეშმაკი თავს გასაჭირში იჩენს

როცა რაღაც პრობლემა გონებას გინგრევს
ფიქრებს მოეკიდე მხოლოდ როგორც ფიქრებს
პასუხი შენს თავში მოუძებნე კითხვებს
ფეხზე მყარად დადექი და გადახეზე მიზნებს

ნახე რამდენი პონტია რამდენი შანსია
მხოლოდ შენ და სამყარო დანარჩენი ფარსია
ჩემი მიზანი ისევ ასიდანვე ასია
ვინ თუ არა მე? ისევ მე იასნია

დრო მიდის და თან მიაქვს
ის რაც მიყვარს ის რაც გიყვარს
დრო მკაცრად არავინ ინდობს
მე კი ბრძოლის სურვილი მიპყრობს

შენს გარდა არავის შეუძლია გახსოვდეს შვენი დანგრევა
ისედაც იცი რამდენს უნდა შენი ჭაობში ჩათრევა
ვინ მტერია ვინ ძმა ჯერ არის საჭირო გარკვევა
დაუფიქრებლად არ ღირს აქ საელების დარქმევა

შენთან ყოფნაზე კაი პონტში ვინ იტყვის უარს
მაგ პონტში ერთმანეთი აქ ყველას უყვარს
ნუ არცხვენ ქალაქს ნუ აბინძურებ უბანს
ახლა მოინანიე და მიენდე უფალს

შეს გარდა არავის შეუძლია შენი მწვერვალზე აყვანა
შენი თავი თუ გკიდია როგორ გეყვარება ქვეყანა
მე ვოცნებობდი საქართველო თავისუფალი მენახა
მაგრამ ჩემი ოცნება ოლიგარქმა შელახა

მე ყოველთვის სიმართლეს ხმამაღლა ვამბობდი
მე საქართველო მომავალზეე ყოველთვის ვდარდობდი
შენი სამშობლოს ტკივილს სიმღერებით გაცნობდი
ამასთანავე საკუთარ გულს განდობდი

ახლაც ხელში კალმით ვზივარ იმავე მიზნით
ისევ თქვენს წინაშე გამოვდივარ სიტყვით
ჩვენ თუ გავჩუდებით სხვაც არაფერს იტყვის
ვინ თუ არა ჩვენ კითხვა ისმის?

დრო მიდის და თან მიაქვს
ის რაც მიყვარს ის რაც გიყვარს
დრო მკაცრად არავინ ინდობს
მე კი ბრძოლის სურვილი მიპყრობს

  / jujebi  
  / jujebistudio  
BOOBA:   / booba.jujebi  
FREDY:   / fredy.jujebi