#103 უბანზე ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის შედეგად ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გაიმარჯვა

30.06.2014 01:42

#103 უბნის გამეორებითი კენჭისყრის შედეგები ცნობილია. 51%-ით "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარინა ჩიხლაძე ლიდერობს, "ქართული ოცნების" კანდიდატმა თეიმურაზ ყურაშვილმა ხმების დაახლოებით 40% მიიღო, თუმცა, #79 საარჩევნო ოლქში აცხადებენ, რომ შედეგი საერთო მონაცემს არ ცვლის და კვლავ "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს.

გაზიარება: