„ლელოს“ ვიზიტი ბრიუსელში

პარტია „ლელოს“ ლიდერები ბრიუსელში ვიზიტს აჯამებენ. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს სათანადო ნაბიჯებს, არსებობს რისკი, საქართველომ ვერ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. პარტია გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ინტერპარტიული ჯგუფი, რომელშიც შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერები გაერთიანდებიან და დაიწყოს აქტიური ერთობლივი მუშაობა ევროინტეგრაციის საკითხზე. ჯაფარიძე ამბობს, რომ აუცილებელია ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში ქართული პოლიტიკური სპექტრის ერთობლივი ვიზიტი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები