✔ ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქორეოექო“ / საჩხერე, 02.12.2023 / CHUB1NA.GE

12/03/2023
chub1na.ge-ის მიერ

● ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯის ინიციატივით 2 დეკემბერს, საჩხერის ო. ციმაკურიძის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართა ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქორეოექო“, რომელიც განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით
● ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალის ,,ქორეოექო“-ს მიზანია ნიჭიერების სელექციის საფუძველზე, ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდეს გამარჯვებული ქორეოგრაფიული კოლექტივები, ინდივიდუალური შემსრულებლები. პროექტი პოპულარობას გაუწევს რეგიონების შემოქმედებით საქმიანობას, ხელს შეუწყობს მათი მუშაობის გაუმჯობესებასა და ხარისხის ამაღლებას, ასევე მრავალფეროვანი ქართული კულტურის იდენტობის შენარჩუნებას და პოპულარიზაციას, ახალი შემოქმედებითი ჯგუფების აღმოჩენას. ნიჭიერი ახალგაზრდების სტიმულირებას და მხარდაჭერას, შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერას, ქორეოგრაფიული ხელოვნების მრავალფეროვნების წარმოჩენას.

● პროექტრის პარტნიორები:
🔻საქართველოს ქორეოგრაფთა გილდია
🔻MetroMart/მეტრო მარტი
🔻წაღვერის საქალაქო კულტურის სახლი
🔻 თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრი

● სიახლეები ქართული ცეკვის შესახებ: CHUB1NA.GE
● Georgian Dance News: CHUB1NA.GE
●   / chubinidzeavtandil  
●   / chub1na.ge

ვიდეოები „chub1na.ge"-ისგან