საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტს „ციფრულ ფოტომატიანეს“ სამცხე–ჯავახეთიც შეუერთდა. ორი დღის განმავლობაში მობილურმა ჯგუფმა ახალციხეში ძველი ფოტოები გააციფრულა და საკუთარ არქივში შეინახა. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები მესხეთის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრს ესტუმრნენ და უძველესი ფოტარქივიდან ამოღებული სურათები გააციფრულეს. „ციფრული ფოტომატიანე“ ეროვნული ბიბლიოთეკის და ჯეოსელის ერთობლივი პროექტიის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანს უძველესი ფოტოების შენახვა და გადარჩენა წარმოადგენს. ფოტოები სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ვებ–გვერდზე http://www.photomatiane.ge/–ზე განთავსდება. აღნიშნული პროექტი ორი წელია ხორციელდება. საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 60.000 ძველი ფოტო ციფრულ ფორმატში ინახება.