დაგდაგანი - და ჩუმად წვიმდა ქალაქზე

12/06/2021

/ dagdaganband  
Spring Records studio presents:

Vocals - Tsotniko
Guitar - Kochla
Guitar - Migro (Music)
Bass - Mate
Drums - Bulbula

Artwork by: Giorgi Migriauli

და ჩუმად წვიმდა ქალაქზე
იქ გაჩერებები არ დგანან
შენ ყვებოდი იმაზე
როგორ სხვები ჩვენ არ გვგვანან
და ასეთს რომ გისმენდი
ვერასდროს ვიგებდი სიტყვებს
შენ ალბათ არ იცოდი
თუ რამდენ სიძულვილს ვიტევ

თითქოს მე დღითი დღე ვტყდები
და გამთელებას ვერ ვიწყებ
დღითი დღე ვტყდები

გარეთ ლაპარაკობს ხალხი
სადღაც ახალ კერპებს ქმნიან
მთელი დღეები შფოთავენ
და ღამით საფლავებს თხრიან
ჩუმად წვიმდა ქალაქზე
იქ გაჩერებები არ დგანან
შენ ყვებოდი იმაზე
როგორ სხვები ჩვენ არ გვგვანან
და ასეთს რომ გისმენდი
ვერ მართლა არ იცოდი
თუ რამდენ სიძულვილს ვიტევ

თითქოს მე დღითი დღე ვტყდები
და გამთელებას ვერ ვიწყებ
მე გამთელებას ვერ ვიწყებ

ვიდეოები „დაგდაგანი Official"-ისგან