უცხოური: ელტონ ჯონმა კონცერტები, პრედ პიტი ავარიაში, „გრეის 50 ელფერის“ პაროდია
• მუსიკოსმა ელტონ ჯონმა, მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილის გამო, ორი დაგეგმილი კონცერტი გადადო. ცერემონია 19 მაისს გაიმართება, ხოლო მასზე მოსახვედრად მუსიკოსმა 18 და 19 მაისს გასამართ კონცერტებზე უარი თქვა. ელტონ ჯონი – პრინცესა დიანას ახლო მეგობარი იყო, შესაბამისად ის მის შვილებთანაც მეგობრობს. ჯერ-ჯერობით უცნობია, ვარსკვლავი კონცერტზე იმღერებს თუ უბრალოდ სტუმარი იქნება. • რამდენიმე დღის წინ ბრედ პიტი ავარიაში მოყვა. მსახიობი საკუთარი Telsa-ს ავტომობილით Nissanის მარკის ავტომობილს შეეჯახა, რომელმაც თავის მხრივ იქვე დაპარკინგებული Kiaს ამრკის ავტომობილი დააზიანა. ინციდენტი ლოს-ანჯელესში მოხდა. პაპარაცებმა პიტი მაშინ გადაიღეს, როდესაც ის თავის დაზღვევის აგენტს ესაუბრებოდა. 54 წლის მსახიობი სრულიად მშვიდად გამოიყურებოდა. მან თავად გადაუღო ფოტოები დაზიანებულ ავტომობილებს. მსახიობი საშინაო ფორმაში იყო გამოწყობილი. • ცნობილი ეროტიკული საგის, „გრეის 50 ელფერის“ დასკვნითი ნაწილი დიდ ეკრანებზე ცოტა ხნის წინ გამოვიდა, ამიტომ მთავარი როლის შემსრულებლები, ჯეიმი დორნანი და დაკოტა ჯონსონი აქტიურად ხვდებიან მედიის ყურადღების ცენტრში. ამჯერად, ყურადღება დორნანზე გამახვილდა. მსახიობი საკუთარ შოუში The Late Late Show პოპულარულმა ჯეიმს კორდენმა მიიწვია და ის პარდიულ ვიდეოში გადაიღო. სიუჟეტის მიხედვით, კორდენს დორნანი თავის „საიდუმლო ოთახში“ შეჰყავს. დაბნეულ მსახიობს ის ეუბნება, რომ წასვლა ნებისმიერ წუთს შეუძლია. ყველაფერი კი ბუნებრივია, იუმორისტული ხაზით ვითარდება. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები
Music Box-ის სხვა ვიდეოები
"Music Box“ და "ფორტუნა +" -ის ერთობლივი პროექტი "...
რატომ არ მოხვდა ნინა სუბლატი X Factor 2017-ის ჟიურ...
სად შეგიძლიათ Stereo Express-ის და Stefan Biniak-ი...
სად შეგიძლიათ შეფუთოთ ორიგინალურად საჩუქრები - ქარ...
როგორ აფასებს ნინო ჩხეიძის რეპერტუარს მისი შვილი
100-ქულიანი მართვის მოწმობა - რამდენი ქულა დაგაკლდ...
ნეილბოქსი ადგილი, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა...
ჭორები რომლებზეც მთელი ფეისბუქი ლაპარაკობს
მსგავსი ვიდეოები
Niko's Band - Georgian Disco | Kartuli Disco
12SIT Beats
ნიკოს ბენდი - ქართული დისკო | niko's band - Georgian Disco |...
Georgian Music
31K
🎵✨ნიკოს ბენდი - ქართული დისკო I Niko's Band - Georgian Dis...
POS TV
311K
331K
332K
უცხოური: სამეფო ქორწილი, მეთ დეიმონი ავსტრალიაში გადადის, ვა...
Music Box