2020 05 06 BGS და უჩვეულო 6 მაისი საერთო შეხვედრა

05/12/2020

6 მაისი უჩვეულო გარემოში

ჩვენი სკოლის მფარველის, წმინდა გიორგის ხსენების დღეს, BGS-ში ტრადიციულად ეწყობა დიდი საქველმოქმედო გამოფენა -გაყიდვა, რომელშიც მთელი სკოლა იღებს მონაწილეობას. ეს არის განსაკუთრებული დღე BGS - ელებისათვის, ერთდროულად სახალისო და ძალიან სასარგებლო პროექტი. როგორც ვიცით, ეს დღე ჩვენი კურსდამთავრებულის, ნიკა მესხის ხსოვნას ეძღვნება, ნიკას მშობლები და მეგობრები ყოველწლიურად მონაწილეობენ აქციაში. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს პატარა მეგობარს, საოცრად ნიჭიერ მხატვარს - ცოტნე მიქუტიშვილს
თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ წელსაც შევიკრიბეთ, ოღონდ 2020 წლის 6 მაისი BGS-მა უჩვეულო გარემოში აღნიშნა.
გაკვეთილები არ ჩატარდა: პატარებს შევთავაზეთ მრავალფეროვანი სახალისო პროგრამა.
უფროსკლასელებისთვის კი გაიმართა ინტელექტუალური თამაშის - “რა? სად? როდის?” ფინალური შეხვედრა.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა BGS - ელსა და ჩვენს ერთგულ მშობლებს.
6 მაისს, ზუსტად 12:30 წუთზე, მთელი სკოლა შეიკრიბა “ზუმის დარბაზში”. BGS-ელები ძალიან გახარებული იყვნენ ერთმანეთის ხილვით. ჩვენმა დირექტორმა, ქალბატონმა ეკამ ყველას მიულოცა გიორგობა და შეგვახსენა, თუ რა მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღეა ჩვენი სკოლისათვის. რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად იყო ნიკა მესხის დედა, ქალბატონი მაია. სასიამოვნო და სახალისო იყო ბატონი დავითის მიერ მომზადებული ვიდეორგოლის საშუალებით თვალის გადავლება, თუ როგორ აღვნიშნავდით წლების განმავლობაში გიორგობას BGS-ში.

May 6th unusual day

The day of our school patron saint, St. George`s day, is traditionally celebrated in BGS with special charitable activities, exhibition and fair. The whole school participates in donation. This is a unique day for BGS, being a cheerful and profitable project at the same time. As you know we dedicate this day to the memory of our graduate student Nika Meskhi. His parents and friends actively take part in an annual fair. We raise money to donate to our little friend, incredibly talented artist- Tsotne Mikutishvili.
Surprisingly we are gathering this year too, thus 2020 May 6th will be celebrated in an unusual way.
Lessons will not be held: we are offering Juniors to choose various joyful programs.
For Seniors we prepared an intellectual Final Game- What? Where? When?
We are honored to thank all the BGS members and faithful parents.
On May 6th, at exactly 12:30 all the BGS held a Zoom Meeting. Students and teachers were extremely happy to see one another in one space. Our School Headmistress, Ms. Eka Kvachantiradze congratulated everyone on St. George`s Day and reminded them the importance of the day especially for BGS. Needless to say Mrs. Maia, mother of Nika Meskhi, joined the meeting. It was great pleasure to watch a special video, prepared by David, and look through the St. George`s Day celebration throughout years.