მოკალი ამის დედას შ***ი! ქურდულ “პარიადკას“ სცდები ბიჭო!


შსს \"ყასაბიჩის\", \"მაწაკის\", \"მღვდელოვიჩის\", \"ხორთუმას\", \"პუცას\", \"ვიგოს\" და \"ქურდულ სამყაროსთან\" დაკავშირებული სხვა პირების ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის რუსთავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად, ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად: რუსთავში, თბილისში, გორში, ქარელში, ხონში, ამბროლაურში, ბოლნისში, თეთრიწყაროში, დმანისში, ლაგოდეხსა და გარდაბანში „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით 25 პირი დააკავეს. ამავე ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალი წარედგინება დამატებით 4 პირს.

ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ვ. 1987 წელს დაბადებული ს.ტ. (მეტსახელად \"ყასაბიჩი\"),1988 წელს დაბადებული ბ.ხ. 1995 წელს დაბადებული ა.ა. 1989 წელს დაბადებული მ.ჭ. 1990 წელს დაბადებული თ.ტ. (მეტსახელად \"ჩიჟიკა\"), 1998 წელს დაბადებული ა.მ. (მეტსახელად „წიწაკა“) 1994 წელს ა.შ. 1999 წელს დაბადებული ა.შ. 1995 წელს დაბადებული მ.ფ. 1992 წელს დაბადებული ლ.ტ. 1993 წელს დაბადებული გ.ბ. 1993 წელს დაბადებული ს.მ. 1986 წელს დაბადებული ლ.ვ. 1985 წელს დაბადებული ზ.გ. 1967 წელს დაბადებული ლ.გ. 1984 წელს დაბადებული შ.ლ. 1988 წელს დაბადებული გ.ვ. (მეტსახელად „მღვდელოვიჩი“), 1990 წელს დაბადებული ა.ა. (მეტსახელად „ბოთე“) 1999 წელს დაბადებული ნ.ი. 1992 წელს დაბადებული თ.ნ. 1971 წელს დაბადებული ბ.ა. 1979 წელს დაბადებული გ.ჯ. (მეტსახელად „ხორთუმა“), 1985 წელს დაბადებული გ.ჭ. (მეტსახელად „რიჟა“) 1991 წელს დაბადებული ა.ჯ.

პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალი წარედგინათ: 1997 წელს დაბადებული გ.ხ.-ს (მეტსახელად „მაწაკი“) 1974 წელს დაბადებული ზ.კ.-ს 1994 წელს დაბადებული გ.რ.-ს და 1990 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს.

სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი - 1992 წელს დაბადებულ თ.ჭ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ი.გ.-ს მიმართ გრძელდება სამძებრო ღონისძიებები.

ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. სისტემატიურად მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში, რომელიც შეეხებოდა პირის ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სტატუსის შეცვლას და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვას, რითაც ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინათ უპირატესობა, კრიმინალური გავლენა და ძალაუფლება.


ყველა ვიდეო რომელიც განთავსებული ჩვენს არხზე არის ტვ სიახლეების და არ ვფლობთ უფლებებს არსებულ ვიდეოზე. უფლებების მქონე პირს შეუძლია მოგვწეროს იუთუბ არხზე რათა მოხდეს არსებული ვიდეოს წაშლა ან რაიმე ცვლილებების შეტანა.

Facebook:
https://bit.ly/2VlpMTa

twitter:
https://bit.ly/2RSguMB