დაპირისპირება ტვერელის ეკლესიასთან - მთაწმინდაზე დაწყებული მორიგი მშენებლობა პროტესტის მიზეზი გახდა

03/26/2019
Tv Kavkasia-ის მიერ

(ახალი ამბები 26.03.2019)
მთაწმინდაზე დაწყებული მორიგი მშენებლობა პროტესტის მიზეზი გახდა. დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარედ 3-სართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დღეს საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, გარემოს დამცველებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, ტვერელის ეკლესიის ქვეშ თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის განთავსება დანაშაულია და ამას შესაძლოა გეოლოგიური თვალსაზრისით, მძიმე შედეგებიც მოჰყვეს. მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია ხმაურისა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე მშენებელი კომპანია და „მთაწმინდა რეზიდენსის“ მობინადრეები მივიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.
გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi

ვიდეოები „Tv Kavkasia"-ისგან