რუსული აგრესია - საფრთხე ევროპული უსაფრთხოებისთვის

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხე ყოველდღე იზრდება. ნატოს გენერალური მდივანი სამხედრო აგრესიის თავიდან აცილებას ახლა ნომერ პირველ ამოცანად აცხადებს. ევროპის ქვეყნების ვარაუდით, რუსეთი სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადება. მოსკოვი ოფიციალურად უარყოფს, თუმცა დასავლური მედიის ინფორმაციით, კიევიდან რუსი დიპლომატების ოჯახების ევაკუაციის პროცესი დაიწყო. საშიშროებას ზრდის ამერიკული დაზვერვის მონაცემებიც, რომლის მიხედვით რუსეთი თავდასხმისთვის ახლა ხელოვნურ ნიადაგს ეძებს. უკრაინაში იმყოფებიან ამერიკელი სენატორები, რომლებიც კრემლს პირდაპირ აფრთხილებენ, რომ რუსეთისთვის უმკაცრესი სანქციების დაწესების გარდა აშშ მორიგი კონფლიქტის შემთხვევაში უკრაინას იარაღსაც მიაწვდის. ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში წინა კვირის რთული და უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინაში სპეცდანიშნულების რაზმს გზავნის კანადა, ასევე კიევისთვის თავდასაცავად ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება დაიწყო დიდმა ბრიტანეთმა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები