ჯგუფი Wi-Fi - ნუ მოჭრი ხეს

12/26/2017
ჯგუფი Wi-Fi-ის მიერ

\"ხეები რომ Wi-Fi'ს გამოიმუშავებდნენ, ჩვენ მათ გავუფრთხილდებოდით ნებისმიერ ფასად\"

დიდი მადლობა კოტეს და Adobe After Effects 'ის მოპარულ ვერსიას

:: ნუ მოჭრი ხეს ::

სხვის დარგულ ხეს, ნუ მოჭრი თავს
ნუ გვასუნთქებ შენს ბოლს და გაზს
ვერ მოგცემს ჩრდილს ეს კორპუსი
რომელიც ხის ადგილზე დგას

თუ მოჭრი ხეს, თუ შეცვლი ხედს
მიხვდები დღეს, სუნთქვა როგორ ჭირს

ხეები იდგნენ თავისთვის, უხმოდ
გაევსოთ მიწა, იწევდნენ ცაში
იქვე ზამთარში გასადარჩენად
ნაჯახს ლესავდა მოხუცი კაცი

თუ მოგცემს ფულს მოჭრილი ხე
მერე შენ ამ ფულით ვეღარ ისუნთქებ

თუკი ცოტა ხანს კიდევ დავიცდით
სულ გააქრობენ რაც იყო წინათ
ხეები იდგნენ უხმოდ, თავისთვის
არ აშინებდათ ქარი და ყინვა

FB - https://www.facebook.com/ShenRoMidiod...
საავტორო უფლებები დაცულია
© All Rights Reserved 2017