ახალი 3 | ოცნების მხარდამჭ. დაკითხვა | 26.09

09/26/2012
GeoArchive-ის მიერ

ზუგდიდში „ქართული ოცნების\" მხარდამჭერი ბესიკ გეგეჭკორი პოლიციამ გუშინ საღამოს საკუთარისახლიდან წაიყვანა. ამასთან, ოჯახის წევრების თქმით, სამართალდამცავებს არანაირი ახსნა განმარტება არ გაუკეთებიათ. პოლიციამ გეგეჭკორის სახლში ჩხრეკაც ჩაატარა, თუმცა, ვერაფერი აღმოაჩინა. გეგეჭკორი თავდაპირველად ზუგდიდის პოლიციაში, დღეს კი ხობის განყოფილებაში გადაიყვანეს. ადვოკატმა გეგეჭკორის ნახვა მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის ჩარევის შემდეგ მოახერხა. გეგეჭკორის ახლობლები აცხადებენ, რომ კოალიციის მხარდაჭერის გამო ხშირია მათ მიმართ მუქარა სოფლის გამგებლისა და ნაციონალური მოძრაობის რუხის შტაბის წევრების მხრიდან. ოფიციალური ვერსიით, გეგეჭკორი ქურდობის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით იკითხება. ბესიკ გეგეჭკორი წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევია, თუმცა, ოჯახის წევრების განცხადებით, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გეგეჭკორი ეკლესიაში მსახურობდა.
http://tv9.ge
http://tv9.ge/live
http://tv9.ge/twitter
http://tv9.ge/scribd
http://tv9.ge/facebook
http://tv9.ge/youtube