ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

2 თვის წინ

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ ალიანსის ქვეყნებს მშვიდობის უკრაინული ფორმულის განხორციელებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას კიდევ ერთხელ სთხოვა, ელექტროენერგია რაციონალურად გამოიყენონ. მისი თქმით, რუსეთის შეტევების შედეგად ენერგეტიკისთვის მიყენებული ზიანი იმდენად დიდია, რომ ყველა მოქალაქემ და ბიზნესმა ეკონომიურად უნდა იმოქმედონ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტთან განიხილა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან