რუსთავში რამდენიმე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

06/22/2017
Geopressnews-ის მიერ

რუსთავში, რამდენიმე ქუჩაზე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, გზის ახალი საფარი გომელაურის ქუჩაზე დაიგება, სადაც უკვე დაწყებულია ასფალტის დაზიანებული საფარის მოხსნა. ამავე პროექტის ფარგლებში, გომელურის ქუჩის #1, #2, #3, #4, #5, #6, #7, #8, #9, #10, ფიროსმანის ქუჩის #21, #23, #25, #27, #29 და მშენებელთა #28. #30, #32, #34, #36 საცხოვრებელი შენობების ეზოებში სანიაღვრე სისტემა შეიცვლება და ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

მათივე ინფორმაციით, შიდა ეზოების კეთილმოწყობის პროცესი გრძელდება ასლანიკაშვილის ქუჩაზე. #7, #9, #9ა, #11, #11ა, #13 საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში იცვლება სანიაღვრე ქსელი და ასფალტის საფარის განახლებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება.

თოდრიას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კი, დეკორატიული ფილებით ტროტუარების მოპირკეთება, სანიაღვრე სისტემისა და ბორდიურების მოწყობა, გარე განათების აღდგენისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები მიმდინარეობს ტაშკენტის ქუჩაზე, სადაც ტროტუარების კეთილმოწყობა ხდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში შარტავას გამზირზე, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ცურტაველის ქუჩაზე კი, #10 ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი. სადემონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტორიაზე ახალი, ექვს სააღმზრდელო ჯგუფზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება. მერიაში, აცხადებენ, რომ რუსთავში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ბიუჯეტიდან ამ ეტაპზე 14 მილიონია გამოყოფილი.

ვიდეოები „Geopressnews"-ისგან