"არ იყო საჭირო არც ლენტები არც მანქანები"-მამა გაბრიელე


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈
2022 წლის 4 ოქტომბრის საღამოს, ქუთაისში, კათოლიკე ეკლესიის სასულიერო პირებმა და მრევლმა საქართველოში ჩამოტანილი ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკებით გამართეს მსვლელობა, რომელსაც პირადად ხელმძღვანელობდა წმინდა საყდრის (ვატიკანის) ელჩი საქართველოში, მთავარეპისკოპოსი ხოსე აველინო ბეტანკური.

ვატიკანის ელჩის ხელმძღვანელობით აღნიშნული მსვლელობა მივიდა ქუთაისის ყოფილ კათოლიკურ ტაძართან (ამჟამად ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი), სადაც წმინდა საყდრის ელჩსა და მის თანმხლებ პირებს ხსენებული ტაძრის ეზო სპეციალური ლენტით დახვდათ გადაკეტილი. ირკვევა, რომ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) დავალებით, ვატიკანის ელჩი და მისი თანხმლები პირები არ შეუშვეს ქუთაისის ყოფილ კათოლიკურ ტაძარში.

ვიდეოები „Mega TV - ტელეკომპანია მეგა"-ისგან