შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
დაჭრა თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გახმაურებული მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გახსნილი დანაშაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვარკეთილში მომხდარი აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ბოლო პერიოდში ჩატარებული,...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
აღკვეთის ღონისძიების შეფარდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
აფეთქება თბილისში - დაკავებულია ერთი პირი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster