ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს.
მუსიკალურ ქორეოგრაფიულ ცენტრ „ოდიშის\" კულტურის სახლში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და როლანდ ახალაიას შტაბის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. 5 საათზე ზუგდიდის რაიონის ყველა სოფლის შტაბის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა, ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჯრიტარი დეპუტატობის კანდიდატმა როლანდ ახალაიამ და ზუგდიდის შტაბის უფროსმა ლაშა დამენიამ .
შეხვედრის დროს დარბაზიდან ისმოდა ოვაციები და შეძახილები ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისა და რიგითი მოქალაქეებისგან, რომლებმაც ერთხმად საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს.
კულტურის სახლში ანალოგიური ხასიათის შეხვედრა საღამოს 7 საათზე ქალაქის შტაბის წარმომადგენლებთან შედგა , სავსე დარბაზმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს როლანდ ახალაიას თბილი შეხვედრა მოუწყვეს და მხარდაჭერას შეპირდნენ.
ემოციურად დატვირთული შეხვედრების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა ქალაქის ქუჩებში მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს და ადგილობრივებს თნადგომისკენ მოუწოდებდნენ. მსვლელობა ზუგდიდის ქუჩებში გვინა ღამემდე გაგრძელდა და მანქანების მშვიდობიან კოლონას რიგითი მოქალაქეებიც სურვილისამებრ შეუერთდნენ.
მაჟორიტარი კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს
http://www.odishi.ge/
/ odishitv