საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადება

2 თვის წინ

უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმებმა ატომურ ელექტროსადგურებზე ავარიების რისკი გაზარდა - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსის თქმით, გუშინ, ისტორიაში პირველად, უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედ ოთხივე ატომურ ელექტროსადგურს – ზაპოროჟიეს, რივნეს, ხმელნიცკისა და სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა და ქსელიდან გაითიშა. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები და ბირთვული ელექტროსადგურები უკრაინის საჭიროების დაახლოებით 50 პროცენტს უზრუნველყოფს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან