ვაქცინაციის პროცესი შიდა ქართლში

შიდა ქართლის რეგიონის სოფლებში მოსახლეობის ადგილზე ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. ამჯერად ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში აიცრნენ. ვაქცინის კუთვნილი დოზის მიღება ადგილზე რეგისტრაციითაა შესაძლებელი. შიდა ქართლის მასშტაბით იმუნიზაციის პროცესი შვიდ ადგილზე მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროების მობილური ბრიგადები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები