ახალციხის სავაჭრო ცენტრში ცე ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარდა

ახალციხის სავაჭრო ცენტრში, ცე ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში, ცენტრის თანამშრომლების სკრინინგი ჩატარდა. ლაბორატორიის მედიკოსთა თქმით, სკრინინგის მიზანია ცე ჰეპატიტის აღმოფხვრის ხელშეწყობა საქართველოში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჰეპატიტის მსოფლიო დღეს 28 ივლისს აღნიშნავს. ეს დღე ნობელის პრემიის ლაურიატის ბარუჰ სამუელ ბლუმბერგისთვის პატივისცემის ნიშნად შეირჩა, რომელმაც B ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი აღმოაჩინა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ეფექტური ქმედებები, რაც ხელს შეუწყობს დაავადების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებას და გაზრდის ტესტირებისა და მკურნალობის სერვისებზე წვდომას. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოში, დაახლოებით 400 მილიონი ადამიანია ინფიცირებული B და C ჰეპატიტებით, რაც 10-ჯერ მეტია აივ-ინფიცირებულთა რაოდენობაზე.

მსგავსი ვიდეოები