ინტერვიუ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩთან მარკ კლეიტონთან

2 თვის წინ
Radio Atinati-ის მიერ

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ კლეიტონმა ზუგდიდში ყოფნისას რადიო "ათინათს" ინტერვიუ მისცა. ელჩმა სამეგრელო - ზემო სვანეთში თავისი პირველ ვიზიტზე, საქართველო - ბრიტანეთს შორის არსებულ ურთიერთობებსა და მათი განვითარების პოტენციალზე, ასევე გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ ქვეყანასა და რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის, ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა, თავდაცვა და კიბერუსაფრთხოება, კულტურა და განათლება, ჯანსაღი მედიაგარემოს ხელშეწყობა, სამოქალაქო სექტორის გაძლიერება და სხვა. ელჩმა ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ამ ეტაპზე საქართველო, როგორც შიდა პოლიტიკური კრიზისის, ასევე საგარეო საფრთხეებთან გამკლავების თვალსაზრისით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთი მზადაა, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლას. უკრაინის კრიზისზე საუბრისას, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრიტანეთი ისევე , როგორც კოლექტიური დასავლეთის ქვეყნები, გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ უკრაინა არ დაიბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/radioatinati.ge Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან