სოციალურად დაუცველი ოჯახების..

09/06/2012
odishitv-ის მიერ

სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების დარიგება იწყება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოცილური პროგრამის ფარგლებში აგრძელებს მოსწავლეებისათვის უფასო სახელმძღვანელოების გადაცემას. წელს 140 ათასი მოსწავლე, სახელმწიფოსაგან საჩუქრად სასკოლო სახელმძღვანელოებს მიიღებს. წელს 140 ათასი მოსწავლე, 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, სახელმწიფოსაგან საჩუქრად სასკოლო სახელმძღვანელოებს მიიღებს. სახელმძღვანელოები გადაეცემათ: სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს და აგრეთვე იმ ოჯახების მოსწავლეებს, სადაც ერთდროულად სამი ან მეტი და-ძმა სწავლობს სკოლაში. სამეგრელოს რეგიონში სულ 24 ათასი სახელმძღვანელო უნდა დარიგებს.

გარდა ამისა, წელს პირველად, სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოს მასშტაბით 400 სკოლაში გაიყიდება. სკოლებში სახელმძღვანელოები ისე გადანაწილდება, რომ წიგნების შეძენას მომიჯნავე სკოლების მოსწავლეებიც შეძლებენ. ამ ობიექტებზე სახელმძღვანელოს მაქსიმალური ფასი 10 ლარი იქნება. წიგნების შეძენის შესაძლებლობა მოსწავლეებს 10 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიეცემათ
http://www.odishi.ge/
http://www.facebook.com/odishitv/