42° პარალელი - ავღანური სამშვიდობო მოლაპარაკება / პანდემიის გავლენა ბრიტანულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე
42° პარალელი -ავღანური სამშვიდობო მოლაპარაკება - პირდაპირი დიალოგი თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის ყატარის დედაქალაქ დოჰაში თალიბანსა და ავღანეთის ხელისუფლებას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა, რაც ავღანეთის კონფლიქტის მსვლელობისას უპრეცედენტო მოვლენაა. Რამ განაპირობა მხარეებს შორის კომპრომისზე წასვლა და რა ბედი ელის ავღანურ ომს ინტერვიუს შოთა თხელიძესთან თალიბანის შესახებ უფრო ვრცლად, „42-ე პარალელის" გასულ სიუჟეტში: https://bit.ly/2RPOb0y უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ბრიტანული პარტიული პოლიტიკა აგებული იყო კულტურული დაპირისპირების გარშემო, რომლის კულმინაციაც 2016 წლის „ბრექსიტის" რეფერენდუმი აღმოჩნდა. 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ეს პოლიტიკური ლანდშაფტი თითქოს საბოლოოდ დაადასტურა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. პანდემიის პერიოდში ჩატარებული მრავალი კვლევა აჩვენებს ბრიტანელი ელექტორატის დღის წესრიგის ცვლილებას. მათ შორის, საინტერესოა, წინა დღეებში „საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს" (ECFR) მიერ გამოქვეყნებული კვლევა პანდემიის გავლენაზე ბრიტანულ პოლიტიკური ლანდშაფტის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით. მათე გაბიცინაშვილი მოგითხრობთ ამ კვლევისა და ბრიტანული პოლიტიკის დისკურსის ტრანსფორმაციის შესახებ. პანდემია იწვევს კრიზისების ჯაჭვს. რა ტიპის უთანასწორობებს აჩენს და აღრმავებს პანდემია მსოფლიოში. სიუჟეტში საუბარი იქნება 10 ტიპის უთანასწორობაზე, რომელიც უფრო მძაფრად დგას ახლა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ოდესმე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/show/42-paraleli/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/paraleli42/l გამოიწერეთ ჩვენი არხი - / @-42-12 ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი - 42-ე პარალელი-ის სხვა ვიდეოები
42° პარალელი - დაძაბულობა აშშ-ს და ირანს შორის
42°პარალელი - უსაფრთხოების კრიზისი უკრაინაში
42° პარალელი - რა არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციი...
42° პარალელი - „თუკიდიდეს მახე“ და ამერიკა-ჩინეთის...
42° პარალელი - 5G-ის ეპოქა: „ჰუავეი“ და ჩინეთის ტე...
42° პარალელი - ბაქარ ბერეკაშვილის რუბრიკა დისკურსი...
42 პარალელი - 42° პარალელი - კორონავირუსის ტესტი...
42° პარალელი - მეორე მსოფლიო ომის პოლიტიკური ეკონო...
მსგავსი ვიდეოები
42° პარალელი -ავღანური სამშვიდობო მოლაპარაკება
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42° პარალელი - ავღანური გამოწვევა საერთაშორისო სასამართლოს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - ისრაელის უსაფრთხოების სტრატეგიები / ავღანური...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - დაძაბულობა აშშ-ს და ირანს შორის
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42° პარალელი - უკრაინა ავტოკეფალიის მოლოდინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამება 42-ე პ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - ეთიკური ქეისი: მეცნიერები ომში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - უკრაინის არჩევნების სპეციფიკა / ეთიკური ქეისი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster