ცხრაჯვარი. ტყიბული. იმერეთი. საქართველო / Tskhrajvari (nine crosses). Tkibuli. Imereti. Georgia 4k
ცხრაჯვარი - წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი, ზღვის დონიდან 1500 m. ტყიბულის მუნიციპალიტეტში, იმერეთში. ცხრაჯვარი მდებარეობს ნაქერალას უღელტეხილთან, სადაც გადის ტყიბული - ამბროლაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ნაქერალას უღელტეხილიდან ცხრაჯვარამდე მანძილი 3 კმ-ია, სადაც მიდის კარგი სამანქანე გზა. შემდეგ კი საშუალო სირთულის საფეხმავლო ბილიკია დაახლოებით 1 კმ.
ლეგენდის მიხედვით, ერთ-ერთი ოჯახიდან ომში 9 ვაჟი წავიდა. ვაჟების მამა ყოველდღიურად ლოცულობდა, რომ ვაჟები უვნებლად დაბრუნებულიყვნენ შინ. მამამ გადაწყვიტა შესაწირი გააკეთებინა და ტყიბულის მთებზე ჯვარი აღემართა. მან საკუთარი მხრებით აიტანა მთაზე 9 ჯვარი და სალოცავი გააკეთა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველა ვაჟი შინ უვნებელი დაბრუნდა. მას შემდეგ ამ სალოცავს მნახველი არ მოჰკლებია.
მეორე ლეგენდის მიხედვით: დიდი ხნის წინათ, სვანეთში ძმებ სოფრომიანებს თავადი მოუკლავთ, სვანეთიდან გადასახლებულან და ოკრიბის პატარა სოფელში ჩასახლებილან; გვარი კი სოფრომაძედ გადაუკეთებიათ. რამდენიმე ხნის შემდეგ სოფრომაძეების გვარს ღვთის რისხვა დასტყდომიათ თავს, ახალშობილი ძე სოფრომაძეები ვერაფრით აღწევდნენ სრულწლოვან ასაკს და იღუპებოდნენ. შეძრწუნებული მოსახლეობა ერთ დღესაც ღია ცის ქვეშ შეკრებილა და უფლისთვის უთხოვიათ, ოღონდ ძე გაგვიზარდე, ჩვენ მტრედს ავაფრენთ და სადაც ის დაჯდება იქ უფლის სადიდებლად სალოცავს ავაშენებთ.
მართლაც, აუფრენიათ მტრედი უხუცეს სოფრომაძეებს, რომელიც თურმე ამ მთის თავზე დაფრენილა. სულ ხელით უზიდავთ ქვები დაბლიდან მთაზე სოფრომაძეებს, ბევრი კიდეც შეწირვია სალოცავის მშენებლობას, მაგრამ საბოლოოდ, დიდი შომის და წვალების შემდეგ მთაზე პატარა სალოცავი აუგიათ. სალოცავის აგების ბოლო დღეს სოფრომაძეებს ნადიმი გაუმართავთ, დაუკლავთ უამრავი დეკეული თუ ფრინველი. შუა ნადიმის დროს შეზარხოშებულებს ჩხუბი მოსვლიათ, იარაღად კი დეკეულის ბასრი ძვლები გამოუყენებით, ცოდვილებს ერთმანეთი სასტიკად დაუჭრიათ და სისხლი დაუღვრიათ. როცა გამოფხიზლებულან სინანულში ჩავარდნილან, მუხლებზე დამხობილან და უფლისთვის უთხოვიათ პატიება. მას შემდეგ სოფრომაძეები ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს უფალს ადიდებენ და ხორცს არ ჭამენ.
Tskhrajvari (literally nine crosses), a shrine of St. George, is located in the Imereti region, near Tkibuli, at 1500 meters above sea level. Tskhrajvari is located near the Nakerala Pass, where the road connecting Tkibuli and Ambrolauri passes. The distance from Nakerala Pass to Tskhrajvari is 3 km, where a good asphalt road is less than 1 km long, followed by a walking trail of medium difficulty.
LEGEND
There is a legend according to which 9 sons from one family went to war. The boys' father prayed daily that his sons would return home safe. He decided to make an offering and erected crosses on the mountain of Tkibuli. He lifted 9 crosses on his shoulders to the mountain and built a shrine there. After the end of World War II, all the sons returned home unharmed. Since then, the shrine has become popular among tourists.
According to another legend: long ago in Svaneti, the Sopromian brothers killed the prince, after which they emigrated from Svaneti, settled in a small village in Okriba and changed the surname to Sopromadze. After a while, God's wrath fell on the Sopromadze family. Newborn sons of the Sopromadze family died before reaching the age of majority. And then one day, the horrified people gathered in the open air and prayed to God: raise a son for us, and we will release a pigeon, and where it sits down on, we will build a shrine for the glory of the Lord.
Indeed, the elders of the Sopromadze family released a pigeon, which, as it turns out, sat down on the top of this mountain. They carried stones to the mountain on their hands, many even died during the construction, but in the end, after long torment and hard work, they erected a small shrine on the mountain. On the last day of the construction of the temple, they made a feast, slaughtered many heifers and birds. In the middle of the feast, after getting drunk they started to fight, using the sharp bones of heifers as a weapon; the sinners severely wounded each other and the blood was shed. After sobering up, they experienced great regret, knelt down and asked the Lord for forgiveness. Since then, the Sopromadze family, annually, on the last Saturday of May, praises the Lord and rejects the meat.
#ცხრაჯვარი #ნაქერალა #იმერეთი #რაჭა #ლაშქრობა #საქართველო #მოგზაურობა #სალოცავი #Tskhrajvari #Georgia #NakeralaPass #Imereti #Racha #HikeGeorgia #TravelGeorgia #GeorgiaTravel #travel #MountainView #Hiking #Sakartvelo #nature #travel #video #youtube #follow #subscribe
Follow me:
www.youtube.com/channel/UCnZYvNe9hGEcxNhyVIA1oUA
https://www.facebook.com/www.paata.ge
https://www.instagram.com/paata.ge
https://www.tiktok.com/@paata.ge
Paata Vardanashvili-ის სხვა ვიდეოები
იქ სადაც გაზაფხული ივლისში იწყება - მაია იუკურიძე,...
03:53
ნინო ბაშარული - ის ვაჟი. თუშეთი / Nino Basharuli -...
01:56
ღმერთო შენ დალოცე ფშავი და ფშავლები - მამუკა დაიაუ...
03:55
კვესით - მაია იუკურიძე, გიორგი გოგოლაური / Kvesit...
04:26
მოამბე - გიდის კვალიფიკაცია
03:31
თეონა ქუმსიაშვილის სიმღერას მღერის იტალიელი გოგო
01:35
გემრიელი
02:30
World Forum for Democracy 2018 / რუსეთი ოკუპანტია!...
მსგავსი ვიდეოები
სამშობლო | ცხრაჯვარი | ვალერი ქასოევი | samshoblo | cxrajvar...
Valeri Qasoevi
ტყიბული | ცხრაჯვარი | COVID19 ვაქცინაცია | #stopcovid
Misha Peradze
ცხრაჯვარი/ტყიბული, Tskhradjvari/Tkibuli (Georgia)
სკ მეშახტე / FC Meshakhte
სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცხრაჯვარი“ (ქალაქი ტყიბული)
მემკვიდრეობა
ტყიბული / ცხრაჯვარი - პარაპლანისტები ტყიბულის სტადიონზე
სკ მეშახტე / FC Meshakhte
ნაქერალას უღელტეხილი, ცხრაჯვარი, 01.14.20014
Club Tetnuldi
„საახალწლო განწყობით“ (ტყიბული - 2011)
მემკვიდრეობა
საქართველო - თერჯოლა ტყიბულის ტურისტული პოტენციალი
giorgi tsereteli