მისტერ მანგანეზი - ასე იცნობდნენ რაფიელ აგლაძეს მსოფლიოს ელექტროქიმიურ საზოგადოებაში. ეს სახელი მას 1978 წელს, ბუდაპეშტში გამართულ სამეცნიერო კონგრესზე უწოდა ცნობილმა ფრანგმა მეცნიერმა ეპელბოიმმა. მისტერ მანგანეზის კვლევები საკმაოდ დიდ ინტერესსა და გამოხმაურებას იწვევდა არა მხოლოდ იმდროინდელ საბჭოეთში, არამედ საზღვარგარეთაც. სწორედ მისი დამსახურებით, იმ პერიოდში საქართველო მანგანუმის ელექტროქიმიური პროდუქტების წარმოებაში მსოფლიო ლიდერი იყო.
ვიდეო მომზადდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში.
#მეცნიერთამატიანე
#მეცნიერებისკვირეული2021
ვიდეო მომზადდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში.
#მეცნიერთამატიანე
#მეცნიერებისკვირეული2021