„ლელოს“ აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

ჯანდაცვის სამინისტროსთან პარტია „ლელოს“ საბურთალოს მაჟორიტარმა კანდიდატმა, ვატო სურგულაძემ მხარდამჭერებთან ერთად აქცია გამართა სახელწოდებით - „ტიკარაძე კლავს“. როგორც სურგულაძემ განაცხადა, რთული ეპიდვითარებიდან გამოსასვლელად, ჯანდაცვის სამინისტროს მათ არაერთი პროექტი შესთავაზეს, თუმცა სამინისტრომ მათი შეთავაზება არ გაითვალისწინა. სურგულაძე ამბობს, რომ არსებული მძიმე შედეგების გათვალისწინებით, ეკატერინე ტიკარაძემ დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები