დაზღვევა და მომხმარებლები I ექსპერტი ფინედუზე

15.03.2022 33:45

ექსპერტი ფინედუზე თემით : "დაზღვევა და მომხმარებლები" - სარგებლობთ სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტით? - ზუსტად იცით რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ხელშეკრულების დადებამდე სადაზღვევო კომპანიისგან? - გაინტერესებთ ვის უნდა მიმართოთ თუ თვლით, რომ სადაზღვევო პროდუქტით სარგებლობისას თქვენი უფლებები ირღვევა? ფინედუ გთავაზობთ Facebook Live-ს ჩანაწერს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველოს უფროს მარიამ კოშორიძესთან 00:00 - დასაწყისი; 02:16 - დაზრვევა და მომხმარებლები; 03:50 - დაზღვევის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკნონმდებლო ჩარჩო; 05:32 - "დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონი; 07:33 - მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის დაცულობა; 09:13 - დაზღვევის შეთავაზების ეტაპი - ინსტრუქცია; 12:34 - მზღვეველის ვალდებულება დაზღვევის ხელშეკრულების დადების ეტაპზე - ინსტრუქცია; 15:27 - მზღვეველის ვალდებულებები დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების დროს; 17:40 - პრეტენზიის დაფიქსირება - ინსტრუქცია; 21:12 - დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმები; 24:40 - რა შეგვიძლია გამოვითხოვოთ წინასწარ სადაზღვევო პროდუქტით სარგებლობამდე, შეგვიძლია თუ არა საინფორმაციო ფურცლის მიღება? 28:01 - ბანკის მიერ სასესხო პორტფელის დაზღვევის შემთხვევაში ბანკს რა ინფორმაციის მიწოდება ევალება? 30:50 - შემიძლია დავაზღვიო თუ არა თანამესაკუთრის ქონება მისი ინფორმირების გარეშე? სხვადასხვა სადაზღვევოში სხვადასხვა პასუხია სამწუხაროდ; 32:55 - დასასრული. გახსოვდეთ, ფინანსური სირთულეების თავიდან აცილების საუკეთესო გზა, რისკებისა და შესაძლებლობების რეალისტურად შეფასებაა. შეფასებაში კი მხოლოდ და მხოლოდ ცოდნა დაგეხმარებათ. #ჩემიფინანსურიმეგზური #ფინედუ #ფინანსურიგანათლება

გაზიარება: