ღვთისმშობლის საფლავის ტაძარი

05/13/2010
shota kh-ის მიერ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა მოგონებები :
4 ივნისს, პარასკევს, მოვისმინე წირვა დილის შვიდს საათზედ გეთსიმანიაში, სადაცა არს საფლავი ყოვლად წმ. ღვთის-მშობელისა. მწირველი იყო ბერძენთა იგუმენი, წირვაზედ ჰგალობდნენ რუსთა დედა-მონაზონნი მწყობრად, ტკბილად, ლმობიერად, რომელნი მოსრულ იყვნენ იერუსალიმს სალოცავად და რამდენსამე თთვეს და იქნება წელსაც დარჩებიან აქ. სამოციქულო და სახარება ჯერ ბერძნულად წაიკითხეს და შემდეგ სლავურად. თვით საფლავის ქვა არს დადებულ ტრაპეზად; საფლავში შესასვლელად დაბალი თაღია, ვითარცა ქრისტეს საფლავზედ, უნდა წელში მოიდრიკოს კაცი შიგ შესასვლელად. ბერძნებმა გაათავეს წირვა დილის რვა საათზედ, აკრიბეს საღმრთონი ჭურჭელნი, სახარება და სამოსელნი, შემდეგ შემოვიდნენ სომეხნი, ამავე ტრაპეზზედა სწირეს, გარდა სამღვდელოთა, სომეხთაგანი არავინ იყო. კოპტებსაც ამავე ტაძარში აქვთ სამწირველო, დასავლეთის მხრივ, საკუთარს კუთხეში. კოპტების მღვდელი შეიმოსა გრძელის თეთრი სტიხარით, რომელსაც გულსა და ზურგზედ შავი ჯვარი აკერია, თავსა და მხრებზედა მოიხვია გრძელი თეთრი პირსახოცი; ბარძიმი ჩვენი მსგავსი აქვთ; სამს სეფისკვერზედა სწირა; სეფისკვერი თხელია; დიდს გამოსვლაზედ მღვდელს ზურგზედ ჰქონდა გადაშლილი დიდი დაფარნა, ვითარცა ბერძენთა და ათონის რუსთა მონასტერშიაც მიუღიათ. სომხები და კოპტები ერთს ტაძარში ერთს დროს ასრულებენ წირვასა, თუმცა მათი სამწირველოები დაშორებულია ერთმანეთისაგან ხუთის ნაბიჯის მანძილზედ. ცხადია, ერთმანეთს დაუშლიან, მაგრამ ამათი ყური შეჩვეულია ამ გარემოებასა.
სრული ვერსია შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ :http://www.orthodoxy.ge/istoria/kench...