მამუკა მდინარაძე გადაცემაში „იმედი LIVE“

06.07.2022 45:11

▪„ჩვენ საკუთარ ხალხთან მართლები უნდა ვიყოთ, რომ ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაცია შესრულდეს, თუმცა რადიკალური ოპოზიცია საკუთარ სუბიექტურ ინტერესებს ვერაფრით გასცდა“ ▪„მაშინ, როდესაც ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი დგას, მთავარი დათქმა და პირობა რეკომენდაციების შესრულებაა, ჩანასახშივე ჩანს, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ ევროპულ რეკომენდაციებსაც ბოიკოტს უცხადებს“ ▪„როგორ შეიძლება, ამ რთულ პერიოდში, საკუთარი ცრუ ნარატივით ცდილობდე შენი ქვეყნის დაზიანებას?!“ ▪„არავის უთქვამს, ომი თუ არ იქნება, კანდიდატის სტატუსი არ იქნებაო - იმედი გვაქვს, რომ სტატუსი იქნება“ ▪მამუკა მდინარაძე დეპოლარიზაციაზე: რადიკალური ოპოზიციის იმედი ნამდვილად არ გვაქვს, გამოცხადდა თუ არა ევროკავშირის რეკომენდაციები, პირველივე ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ გადადგეს ▪„როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს“ ▪ხოშტარიების ახალ შენაძენზე: ელენე იმდენად ზოგად პასუხს იძლევა, რომ პიარის ყველაზე თავხედურ წესებშიც კი არ ჯდება ▪მამუკა მდინარაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2022

გაზიარება: