რაც შეეხება ამ ავადმყოფის დიდ ტყუილს - ირაკლი ღარიბაშვილი, სააკაშვილზე საუბრობს

09/09/2020
MULTIMEDIA GE-ის მიერ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის თანაამოაზრეებზე, მწვავე განცხადებები გააკეთა, ტელეკომპანია \"იმედი\"-ს გადაცემაში \"არენა\".

\"რაც შეეხება სააკაშვილის, ამ ავადმყოფის დიდ ტყუილს, რატომ არის დიდი ტყუილი, მანამდე პატარა ტყუილი იყო, რომ ის მოდიოდა საქართველოში, რისი ჩამომსვლელია ეს ადამიანი სანამ ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, რომ გაიქცა აქედან, იმიტომ, რომ ეშინოდა, რისი ეშინოდა საკუთარი ბინძური დანაშაულებების. უამრავი დანაშაულებების, რომელიც მან ჩაიდინა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ.

ახალი მორიგი დიდი ტყუილი ვითომ სააკაშვილი წარმოგვიჩინეს როგორც მომნანიებელი, ეს რეალურად ეშმაკის აღსარება, ასე ვთქვათ ვითომ ბოდიში. რა ბოდიში, ბოდიში კი არა ის უნდა ჩამოვიდეს და მოიხადოს სასჯელი საქართველოში, იმისთვის რაც მან გააკეთა. კიდევ გავიმეორებ, რომ როგორც რიგითი ქართველისთვის ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ხელისუფალმა, მართველმა შეიძლება ჩაიდინოს ეს არის საკუთარი ტერიტორიის გაყიდვა და ჩაბარება მტრისთვის.\" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9
MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

ვიდეოები „MULTIMEDIA GE"-ისგან