შსს-მ ყალბი ვიზების დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავა

06.02.2015 04:38

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული სამსონ ჯ. და 1965 წელს დაბადებული ელზა კ. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება-შეძენისა და გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ელზა კ. მოქალაქე ოლია შ-ს 18 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ყალბი ვიზის დამზადებას დაჰპირდა. ელზა კ-მ, თავისი ახლობლის - სამსონ ჯ-ს დახმარებით, ოლია შ-ს ერთ-ერთ ბანკში წინასწარ ჩაარიცხვინა ვიზის მიღებისთვის აუცილებელი აპლიკაციის შესავსებად საჭირო ოფიციალური გადასახადი - 336 ლარი. მან ქალბატონს ასევე დაუმზადა ყალბი ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ოლია შ-ს ანაზღაურება 770 ლარს შეადგენდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ სამსონ ჯ-მ, ასევე ყალბი ვიზის მისაღებად, მოქალაქე სოფიკო ჩ-ს დაუმზადა ყალბი ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მისი ანაზღაურება 870 ლარს შეადგენდა. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/gzt6lg

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შსს მ ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
00:52

შსს მ ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

MIA Border Police

შსს-მ ყალბი ფულის შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის 2 პირი დააკავა
00:58

შსს-მ ყალბი ფულის შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის 2 პირი დააკავ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს მ ყალბი დიპლომების დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავა
00:40

შსს მ ყალბი დიპლომების დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
00:44

შსს-მ ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დაა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს მ ყალბი ფულის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავა
01:29

შსს მ ყალბი ფულის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავა

Telegraph saagento

შსს-მ ყალბი სამხედრო ბილეთის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
01:25

შსს-მ ყალბი სამხედრო ბილეთის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დაა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ დიდი ოდენობით ყალბი ფული ამოიღო
00:42

შსს-მ დიდი ოდენობით ყალბი ფული ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის გაცემის ბრალდებით სამი პირი დააკავა
01:51

შსს-მ თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის გაცემის ბრალდებით სამი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო