მანანა მებონია - კახათის სკოლის დირექტორი

ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია გვიყვება, რომ სწავლების განსხვავებულ ფორმატში გადასვლა მოულოდნელი იყო, თუმცა დაახლოებით ორი კვირის შემდეგ რესურსების სწორი გადანაწილებითა და მშობლების აქტიური ჩართულობით, დისტანციური სასწავლო პროცესი სრულად გამართეს. "გავითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია, სასწრაფოდ ჩავატარეთ ტექნიკური საშუალებების კვლევა, რამდენიმე პლატფორმა ავითვისეთ ერთბაშად. აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ ჩაიშალა სასწავლო პროცესი, არ იქნება სწორი. ვუწევდი მონიტორინგს, გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია ადმინისტრაციის წევრებს, კლასის დამრიგებელთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, ვატარებდით გამოკითხვებს, მონაცემებს ვაგროვებდით - რამდენი იყო ჩართული სასწავლო პროცესში, რამდენი არა - რა იყო ამის მიზეზი. ვუწევდით რეკომენდაციას ოჯახებს, რომ გამოეყენებინათ ტელესკოლა, რომელიც მართლა იყო ძალიან კარგი საშუალება არამარტო მოსწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც", - ამბობს მანანა მებონია. ვრცლად ნახეთ ბმულზე: https://bit.ly/3BE5ruI რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinati1059fm/

მსგავსი ვიდეოები