10.07.14. სამინისტროს მუშაობის 6 თვის ანგარიში

11.07.2014 09:15

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა, მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საზოგადოებასა და მედიას მათ მიერ ბოლო 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის პირველ ნახევარში საჯარო ინფრასტრუქტურაში უპრეცედენტო მოცულობის, 305 მილიონი ლარის ოდენობით ინვესტიცია განხორციელდა. ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 209 პროექტის განხორციელება დაიწყო, ასევე, განაგრძობს მიმდინარე 302 პროექტის განხორციელებას. წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, დასრულებულია 114 პროექტი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული http://www.mrdi.gov.ge/ge/news/press/...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო