Kosta Sanikidze - Mtvrali Var/მთვრალი ვარ

09/21/2021
Costa Sanikidze-ის მიერ

- მთვრალი ვარ
------------------------------------------
არანჟი: Gebb -   / seshmr  
ვიდეო: Beso iakobadze Production -   / iakobadze8  
ფერის კორექცია: Irakli Donadze -   / irakli_donadze  
Location: მთვრალი ხომალდი
მუსიკისა და ტექსტის ავტორი: კონსტანტინე სანიკიძე - https://www.instagram.com/konstantin3...
---------------------------------------------
მთვრალი ვარ
შენთან ვატანდი ფიქრებს,
ზღვას უნაპირო სიტყვებს,
დამდნარ ყინულზე მონსტრებს,
ერთს რომ მეორე მოსდევს,
მიტევს ეშმაკი, მაჯობებს ჰგონებს,
მაჯობებს ჰგონებს...
შტორმის წინ ვდგავარ, ვტენი ლირიკებს,
მიცურავს გემი ღუზა მივიწყებს,
ჭექა-ქუხილი ამ გზას მინათებს,
პოეზია კი ჩემს სულს მინათებს,
ზურგის ქარით ვარ,
მთვრალი ვარ,
მთვრალი ვარ, აუ რა მთვრალი ვარ,
----------------------------------------------------------
სასხლეტთან თითი ვტენი რევოლვერს,
ვემშვიდობები, ჩემს ძველ მეგობრებს,
მებრძვის ბოროტი მისვამს საცეცებს,
ბოლოს ვერ მიღებს ვერსად დამეძებს,
ისევ ვღრიალებ, ვიხმობ მებრძოლებს,
მონათესავე სულის მეგობრებს,
არ ვიძირები უშნო ტალღებში,
გვირგვინს არ ველი მე თვენს მხარეში,
ვაფრენ და ისევ გაშლილი აფრით,
სიყვარულს ვთესავ, გრძნობების გავლით,
რაში მჭირდება თვენგან დიდება,
მე არ ვეკუთვნი, თქვენს ამ დინებას
მთვრალი ვარ, აუ რა მთვრალი ვარ.
------------------------------------------------------------
დამაგვიანდა ღმერთო ჩემო, შენ აღარ დამხვდი,
ქარი ყვებოდა თავის ამბავს გაუჩერებლად,
კარგად ვიყავი უცბად ისე საშინლად გავხდი,
ვეღარ გიპოვნე, ვერსად გნახე გაურჩეველად,
წარსულთან ერთად, ჩემს ძველ ნოტებს ვიფანტავ მხრებზე,
შემოდგომისთვის მომზადება ცოტა რთულია,
რას არ ვიზამდი რომ მენახე, თუ გინდა დღესვე,
გაბანკროტებულს, ერთადერთი რაც მაქვს სულია,
დამაგვიანდა, ღმერთო ჩემო, შენ კი წახვედი,
და ვეღარავინ ვერ მედება, ახლა მალამოდ,
ასე უეცრად არც ის ვიცი, თუ სად გახვედი,
მზად ვარ რომ მოვკვდე, მხოლოდ შენთვის ულაპარაკოდ.
#kostasanikidze

#mtvralivar