1-ლი ბლოკი: 'საქართველოს წმიდა მეფენი' - დემეტრე მეორე თავდადებული, PKTV, 24.03.18

03/29/2018
PK TV2-ის მიერ

გადაცემა ტელეკომპანია PKTV-ს პირდაპირ ეთერში გასულია 24.03.2018 წ.
PKTV -ს საავტორო პროგრამა განათლებასა და შემეცნებაზე, სწავლებანზე.

გადაცემა 2 ბლოკად.

ეს 1-ლი ბლოკია. გაგრძელება მე-2 ბლოკში.
დღევანდელ გადაცემაში, რომლის სათაურია 'საქართველოს წმიდა მეფენი' , საუბარია წმინდა მეფე დემეტრე მეორე თავდადებულზე.,
წმინდა მეფე დემეტრე თავდადებული, საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო საქართველოს ისტორიაში. ყრმობის ასაკში დემეტრე მარხვითა და ლოცვით გამოირჩეოდა. ღამეში ათას ხუთას მეტანიასაც კი აკეთებდა და ასე ავედრებდა თავის საყვარელ სამშობლოს უფალს. შემდგომ კი, როგორც მემატიანე აღნიშნავს, \"მოაკლდა სისრულეს\" და სამი ცოლი მოიყვანა. არც კათოლიკოს–პატრიარქის მხილებას დაემორჩილა, არც წმინდა ბერის. თუმცა, როდესაც ერს ტყულუბრალოდ აოხრება–აწიოკების საფრთხე დაემუქრა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა 28 წლის ჭაბუკმა უყოყმანოდ ანაცვალა თავისი სიცოცხლე თავის ქვეყანას. მეფე დემეტრე – ერისთვის თავდადებული მამულიშვილი და წმინდა მეფე, გადაცემაში ამ თემის ირგვლივ გვესაუბრება მკვლევარი ნინო ტარყაშვილი. გადაცემაში წარმოჩნდება ბევრი ნაკლებად ცნობილი ფაქტი ახალი გააზრებით.
გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი.

გადაცემაზე მუშაობდნენ: იაკობ შველიძე, ქართლოს ქუთათელი

პროდუსერი და მიმართულების ავტორი: ქეთი სესიაშვილი

გვიყურეთ ჩვენ (silktv251-ე არხი; მაგთიკომზე (კავკასუსზე)-151-ე არხი; , myvideo.ge, youtube.com, tvbox; PKTV.GE) არ მოგატყუებთ! სულ მალე ჩვენი ტელევიზია კიდევ სხვა პროვაიდერებით გაიშვება, ასე რომ, გვიყურეთ ჩვენ!

დაგვიკავშირდით: (032) 2 18 25 19; (+995) 577 40 83 82 (ცხელი ხაზი), 592 777 311

ტელეკომპანია PKTV- ში ამოქმედდა PKTV-ს საქველმოქმედო ზარი 0901404047. დარეკეთ ნებისმიერი ქსელიდან, ზარის ღირებულება - 1 ლარი. ამით შეეწევით თქვენს საყვარელ ტელეკომპანია PKTV-ს. გმადლობთ

ვიდეოები „PK TV2"-ისგან