ზედა ვარძია, დედათა და მამათა მონასტრები - "იმედის კვირა"
"ეს გამოქვაბულები მიწით იყო სავსე, გამოვასუფთავეთ და აქ დავიწყეთ ცხოვრება" – წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ქვაში ნაკვეთი ტაძარი საუკუნეების განმავლობაში მიტოვებული იყო. VII საუკუნის მონასტერი, რომელმაც XV საუკუნის შემდეგ ფუნქციონირება შეწყვიტა, მხოლოდ გამვლელთა, მწყემსთა და მონადირეთა თავშესაფრად გამოიყენებოდა. ოთხი წლის წინ კი ვარძიის მამათა მონასტრის საძმოს ნაწილმა ისტორია აქ სასულიერო ცხოვრებით გააგრძელა. უძველესი მესხური ვაზის ჯიშების აღდგენა ბერბემა სამი წლის წინ დაიწყეს, სულ 6 ათასი ძირი ვაზი აქვთ: "ვაზთან ურთიერთობა ადამიანისთვის სიხარულია, ყოველდღიურად უნდა იფუსფუსო, იშრომო და შვილივით ეფერო... შვილივით უნდა გაზარდო, გაზარდო ისე, რომ მერე შენ გაგახაროს". ზედა ვარძიის დედათა მონასტერი 1998 წელს დაარსდა. მანამდე, საუკუნეების განმავლობაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის X-XII საუკუნეების ტაძარი საქონლის სადგომად იყო ქცეული, იმ დროს დაზიანდა ტაძრის მოხატულობაც. მონასტერში ყოველი დღე განსხვავებულია. მონაზვნები და მორჩილები მუშაობენ თექაზე, ხატწერაზე, ამზადებენ ჯვრებსა და ხატებს, სურვილის შემთხვევაში, აქ მოსულ სტუმარს სანთლის დამზადებასაც ასწავლიან. მისდევენ მეფუტკრეობას, მესაქონლეობას. მონასტრის კარი ყველასთვის ღიაა... წყარო: ტელეკომპანია "იმედი", გადაცემა "იმედის კვირა". 05.07.2021. გამოიწერეთ ჩვენი არხი: / @user-mp5zh4kh5g FB: / sazupatriarchate
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური-ის სხვა ვიდეოები
დედების ცხოვრება ბოდბის მონასტერში
იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი) - ბერი ექიმის თეთრი...
განსაცდელი (კრიზისი) - ჩიხი თუ ახალი "შესაძლებლობა...
44:10
ევქარისტიის შესახებ
01:04:00
სიყვარულის ფილოსოფიურ-ქრისტიანული გააზრება
56:06
აზარტული თამაშების მავნე შედეგები
01:01:45
საპატრიარქოსა და სტუდენტური პარლამენტის ერთობლივი...
01:01:15
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობის...
მსგავსი ვიდეოები
გასეირინება აფხაზეთში 25 წლის შემდეგ - ,,იმედის კვირის“ ექსკ...
TV IMEDI
ირანელი გოგო, რომელიც მსოფლიომ გაიცნო | „იმედის კვირის“ ობიე...
TV IMEDI
- ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლება და სპეციალური რეპორტაჟი „ი...
TV IMEDI
სმიტების უკანასკნელი გასეირნება მთებში - ,,იმედის კვირამ'' ს...
TV IMEDI
რატომ მოუწოდებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აქციის მ...
TV IMEDI
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სრულიად ა...
TV IMEDI
საფრანგეთის ქართული ემიგრაცია და მათი ახალგაზრდა შთამომავლებ...
TV IMEDI
ტყვეობის ცხრა თვე - თამარ მეარაყიშვილმა საოკუპაციო რეჟიმს სა...
TV IMEDI