PCloud - დავიბრუნოთ კონტროლი საკუთარ მონაცემებზე

06/07/2020
Omedia-ის მიერ

პირადი მონაცემების კონტროლი და დაცვა დღევანდელი ინტერნეტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. გიორგი ლეკვეიშვილი გაგვაცნობს მის მიერ წამოწყებულ open source პროექტს PCloud, რომელსაც შეიძლება შევხედოთ, როგორც მაღალი აბსტრაქციის “ოპერაციულ სისტემას”.
PCloud გათვლილია საკუთარი ინფორმაციის უსაფრთხოებით დაინტერესებული მომხმარებლებისთვის. მისი გამოყენებით, შეგეძლებათ საკუთარ გარემოში დააყენოთ ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა email server, photo gallery, drive და სხვა.
PCloud სრულ კონტროლს უბრუნებს მომხმარებლებს საკუთარ პერსონალურ ინფორმაციაზე და აქრობს ამ ინფორმაციის ისეთ კომპანიებისთვის წვდომის მიცემას, როგორიცაა Google, Facebook თუ სხვა. PCloud დაფუძნებულია Kubernetes და Docker ტექნოლოგიებზე და გათვლილია, რომ გაეშვას Raspberry Pi პერსონალური კომპიუტერების კლასტერზე.

რესურსები:
⦿ PCloud პროექტის რეპო: https://github.com/giolekva/pcloud

/*
არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები - გამოიწერეთ ჩვენი არხი და გამოგვყევით ფეისბუქზე: https://facebook.com/omedia.dev/
მიმდინარე ვაკანსიები: https://omedia.dev/jobs
*/