თათბირი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და მის მოადგილეებთან

02/09/2023
Georgian Government-ის მიერ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში არსებული პრიორიტეტები და განსახორციელებელი გეგმები. ყურადღება დაეთმო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის\" იმპლემენტაციის დინამიკას.

სახელმწიფო მინისტრმა და მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს ინფორმაცია მიაწოდეს ყველა იმ ძირითადი ინიციატივის, პროგრამისა და პროექტის თაობაზე, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება.

სამუშაო თათბირზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, ასევე ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის შერიგება და ნდობის აღდგენა რჩება.

შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება ხალხთაშორისი კონტაქტების, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას, როგორც საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მიერ მხარდაჭერილი პროექტების მეშვეობით. ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარების, ხელოვნურად დაწესებული შეზღუდვებისა და მძიმე უფლებრივი მდგომარეობის, ასევე კოვიდ პანდემიის შედეგად გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, ამ დრომდე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხრიდან მსგავსს ინიციატივებსა და პროექტებში ჩართვის ინტერესი და სურვილი მზარდია.

2023 წელს გაგრძელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც წარიმართება სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. საგულისხმოა, რომ რეგიონში მკვეთრად შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, აღნიშნული პროცესი არსებითად უკავშირდება, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, თემატურად დაკავშირებული დოკუმენტების ახალ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიმდინარეობას.

ამასთან, ახალი სტრატეგიის დამტკიცებამდე, გაგრძელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკისა და სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში უკვე ამოქმედებული და ახლად შემუშავებული მექანიზმების განხორციელება.

ოკუპირებულ რეგიონებზე შეზღუდული წვდომის პირობებში, გადაიდგმება ნაბიჯები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი სერვისებისა და პროგრამების თაობაზე.

2023 წელს გააქტიურდება ძალისხმევა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მეტად განვითარების მიზნით, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ\" ფარგლებში მოქმედი უნიკალური ინსტრუმენტის - „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის\" მეშვეობით, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით ოპერირებს. ფონდის მიერ ამ დრომდე უკვე დაფინანსდა 75 ერთობლივი ბიზნესპროექტი.

სამშვიდობო ინიციატივის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ხარისხიანი განათლების ყველა საფეხურზე წვდომა, არსებული საშეღავათო პროგრამების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და შემდგომი დახვეწის გზით.

გაგრძელდება და მეტად გაფართოვდება ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის უფასო ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა, როგორც ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამის ფარგლებში (რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 1500 ბენეფიციარს ემსახურება), ასევე, ადგილზე არსებული პირველადი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილების გზით.

ვრცლად იხილეთ: https://www.gov.ge/news/353171?page=\u0026...

ვიდეოები „Georgian Government"-ისგან