ეშმაკი ლურჯ პიჯაკებს ხომ არ იცვამს და სოლოლაკის მთაზე ხომ არ არის წამოსკუპებული? - სააკაშვილი
04/08/2019
Tv Kavkasia-ის
მიერ
(ახალი ამბები 08.04.2019)
„ბიძინა ივანიშვილს წერილი ვიღაცამ დაუწერა და თავისი სახელით გამოქავეყნა. ვერ დაწერს და ვერ გამოთქვამს კი არა, ვერც წიკითხავს, რომც წააკითხო ეგეთ რთულ სიტყვათა წყობას“ - ასე აფასებს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის 9 აპრილისადმი მიძღვნილ წერილს, რომელიც დღეს გავრცელდა. სააკაშვილი მორიგ ფეისბუქ ჩართვაში ამბობს, რომ ივანიშვილი მიცვალებულებით სპეკულირებს.
„რადგან ეშმაკზე საუბრობს, მინდა ვთქვა, რომ რა ჰქვია იმ ადამიანს, ვინც მრავალი წლის განმავლობაში ასპონსორებდა და მხარს უჭერდა 9 აპრილის მთავარ დამრბევს და მთავარ ჯალათს, გენერალ ლებედს. შემთხვევით ეშმაკი ხომ არაა? რა ჰქვია იმ ადამიანს, ვინც შეაჩერა საქართველოს ეკონომიკური განვითარება. რა ჰქვია იმ ადამიანს, ვინც ყველა ბანკს დაეპატრონა, მთავარ მევახშედ იქცა ქვეყნის და ასობითათასი ქართველი გააკოტრა და მილიონამდე ქართველი გააქცია საქართველოდან. შემთხვევით ეშმაკი ხომ არაა? შემთხვევით, ეს ეშმაკი 1.65 ხომ არ არის სიმაღლით, ლურჯ კოსტიუმებს ხომ არ იცვამს ხოლმე, ხეებს ხომ არ ეხუტება და კოცნის და ათასგვარ რიტუალებს ჩადის და შემთხვევით სოლოლაკის მთაზე ხომ არ ცხოვრობს” - კითხულობს სააკაშვილი.
გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi